среда, 19 ноября 2008 г.

ხელოვნება ჩვენს ცხოვრებაში

რა როლს თამაშობს ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაში

ჰიპოტეზა:

ქართველების გენეტიკური მიდრეკილება ხელოვნებისადმი (სიმღერა, ცეკვა, მხატვრობა და ა. შ ) ღვთით ნაბოძები ნიჭი - უფლის ჯილდოა.

დამადასტურებელი ფაქტები:

ხელოვნება რთული ფენომენია. სიმარტივე მოჩვენებითია. ვიწრო გაგებით, ერთ რაიმე საქმეში დაოსტატებაა, ფართო გაგებით, ამ ძველ, ესთეტიკურ, ისტორიულ ცნებას განმარტავენ, როგორც ზოგადად კულტურის არსებით ნიშნებს. სად და როდის შეიქმნა ხელოვნება, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. ეს საოცარი ფენომენი ჩვენი ხალხის განუყოფელი თანამეგზურია. ამ ხანგრძლივ გზაზე ხელოვნების ერთ-ერთ უნათლეს ფურცელს შლიან ბექა- და ბეშქენ-ოპიზრები. მათი ხელოვნება გამარჯვებისა და გადარჩენის ხელოვნებაა.
ხელოვნება გვეხმარება თვითგადარჩენისა და მსოფლიოში თვითდამკვიდრების პროცესში. ქართულ ენაში ხელოვნების ისეთი დარგები, როგორის ცეკვა და სიმღერაა გენეტიკური კოდის სახით არის ჩადებული. ყოველი ქართველი მღერის ან ცეკვავს, ან თუნდაც კარგად აქვს განვითარებული ხელოვნების შეცნობის ან აღქმის უნარი. ხელოვნება ღრმად არის შემოჭრილი ქართველი ადამიანის სულში. ქართველი ერი სწორედ ხელოვნების არსებებობამ გადაარჩინა ძნელბედობის ჟამს. 9 აპრილს შექმნილი სიმღერა ”ტიტები”, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შექმნილი უამრავი კლიპი, სიმღერა, თუ ფერწერული ნიმუშები და ფოტომასალები მიუთითებს იმაზე, რომ ქართველები გაჭირვების დროსაც კი, არა თუ არ კარგავენ სიმღერის ჟინს, არამედ ხელოვნების სხვადასხვა დარგის საშუალებით გამოხატავენ თავიანთ პროტესტს.
მსოფლიოში ჩვენი თვითდამკვირვების საფუძველი გახდა ცნობილი ”სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი”, რომელმაც მსოფლიოს ცეკვით გააცნო ჩვენი კულტურა, ტრადიციები და ისტორია. რად ღირს თუნდაც ქართული ”ჩაკრულო”, როდესაც იგი გასცდა დედამიწის საზღვრებს და კოსმოსში გაემგზავრა და მისი ფენომენი დრემდე ვერ ამოუხსნიათ. ნიკო ფიროსმანი ხომ ერთი უბრალო უსწავლელი ადამიანი იყო, რომელიც დუქნების კედლებზე ქმნიდა შემდგომში მსოფლიო შედევრებად ქცეულ ნახატებს. ეს ხომ ღვთით ნაბოძები ნიჭია, რომელსაც ვერც დაანგრევ და ვერც გაანადგურებ.

უარმყოფელი ფაქტები:

ზოგიერთი უგულვებელყოფს იმ ფაქტს, რომ ხელოვნების არსებობა ადამიანში ღვთით ნაბოძები ნიჭია და თვლის, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შრომისა და მეცადინეობის შედეგი. მრავალი მშობელი სმენის და ნიჭის არ ქონის და მიუხედავად თვლის, რომ მათ შვილი საუკეთესოდ უკრავს და მღერის.

დასკვნა:

რასაკვირველია შრომას შეუძლია შედეგი გამოიღოს, თუმცა ნიჭის გარეშე ხელოვნების შედევრებსა და ნიმუშებს ვერ მივიღებთ და წარმატებასაც ვერ მივაღწევთ.